დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, უნდა გაკეთდეს დიფერენცირება იმ
დევნილებს შორის ვინც სოციალურად გაჭირვებულია და ვისაც კარგი შემოსავალი აქვს.
მისივე თქით, დევნილთა შემწეობის საკითხი სწორედ იმ დევნილებზე ორიენტირებული უნდა გახდეს, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება.
„ჩვენ გვინდა გავაკეთოთ გარკვეული დიფერენცირება, რომ დევნილთა შემწეობა იყოს ორიენტირებული, იმ დევნილებზე, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება, რომლებიც მართლა სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ მაღალი თანამდებობები, კარგი ხელფასი“- განაცხადა სუბარმა.

















