საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, „ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.
„ქართული ჭიდაობა ეს არის ჭიდაობის ქართული ეროვნული სახეობა, რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც მეტყველებს. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე მიანიშნებს. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან რელიგიურ დღესასწაულებს სდევდა“-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

















