ვაკისა და საბურთალოს რაიონებს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება
დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:
ვაკის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

















