არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წევრებმა დღეს უკრაინის საელჩოსთან უკრაინელი სექსუალური უმცირესობებისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს.
ორგანიზაციის წევრებმა აქციაზე უკრაინაში შემუშავებული კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც სექსუალური უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
„მსგავსი კანონის მიღება არ შეიძლება, რადგან ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობებისთვის, ეს უფლება ადამიანის უფლებათა დეკლარაციით არის დაშვებული“- განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ვაჭარაძემ.
მისი თქმით, მათ უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი იდენტობა.
სექსუალურ უმცირესობათა აქცია უკრაინის საელჩოსთან ექსცესების გარეშე დასრულდა.

















