„საქართველოს ბანკის“ წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვენების გადაჭრა სცადა.
აქცია „საქართველოს ბანკთან“ „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით მოეწყო.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაზარალებულს ქონება ქუთაისში ბანკში ჰქონდა ჩადებული და მან სესხის გადახდა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ქონების გაყიდვის საკითხი დადგა დღის წესრიგში. მათი თქმით, იგი გადასახადის გადანაწილებასა და გადავადებას ითხოვდა, მაგრამ ბანკმა ამაზე უარი უთხრა.
დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ღუდუშაურის კლინკაში იმყოფება.

















