logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მსოფლიოში დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
მსოფლიოში დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
12:07 20.06.2012
გაერო-ს ინიციატივით, მსოფლიო 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ეს დღე ტრადიციულად საქართველოშიც აღინიშნება.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეისთვის დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა შიდა ქართლში გაიმართება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი და საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი, მსოფლიო ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით, გორში გამართულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ადგილობრივი და დევნილი ბავშვები მხატვარ დავით ბაძაღუასთან ერთად, გორში, „ახალბაღის პარკში“ კედელს მოხატავენ თემაზე „ღირსეული ცხოვრება - ღირსეული დაბრუნების მოლოდინში“.
პარალელურად გაიმართება საფეხბურთო მატჩი შიდა ქართლის დევნილთა ცხრა დასახლებას შორის, ასევე, მოეწყობა დევნილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„ახალბაღის პარკში“ გაიხსნა ფოტო-გამოფენა, სადაც გურამ წიბახაშვილის მიერ გადაღებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა ფოტოები იქნება წარმოდგენილი.
გორში ღონისძიებები კონცერტით დასრულდება, სადაც მსმენელებისთვის „ჯეოსტარის“ გამარჯვებულები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მუსიკალური ჯგუფები შეასრულებენ.
დღესვე პანკისის ხეობაში, დუისში, სადაც ჩეჩნეთიდან ლტოლვილები არიან განსახლებული, ბავშვებს შორის ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდება, ასევე, გაიმართება დოღი, ლტოლვილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
დუისში ღონისძიებებს საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის მოადგილე კრისტოფ ბირვირტი დაესწრება.
20 ივნისი - ლტოლვილთა საერთაშიროსო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. დღეისთვის მსოფლიოში 33 მილიონი ლტოლვილია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა