თბილისის #203 საჯარო სკოლაში დღეს, იქ დამონტაჟებული მზის წყლის გამაცხელებელი სისტემის ექსპლუატაციაში ჩაბარების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა კავშირის „ენერგოეფექტურობის ცენტრის” მიერ BP-ს და მისი პარტნიორების ინიციატივა და ფინანსური მხარდაჭერით „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის პროექტის - “განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება” ფარგლებში.
საზეიმო ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, აგრეთვე BP-ს და მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა და კავშირის ”ენერგოეფექტურობის ცენტრის” წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისის #203 საჯარო სკოლა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200-მდე მოსწავლე სწავლობს, პანსიონური მომსახურებით 120 ბავშვი სარგებლობს.

















