logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ოთხ აუცხოელ პროფესორს მიენიჭა
თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ოთხ აუცხოელ პროფესორს მიენიჭა
15:31 17.01.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის, საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ვოლფგანგ ვენგს. საზეიმო ღონისძიება დღეს თსუ-ში გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, აკადემიურმა საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ისეთი რანგის მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც გვერდში ამოუდგებიან ჩვენს უნივერსიტეტს დასახული სტრატეგიული განვითარების მიზნების მისაღწევად.
განათლრბის მინისტრის თქმით კი, აღნიშნული მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რეპუტაციის განმტკიცებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ფართო საერთაშორისო კავშირებით. საუნივერსიტეტო სწავლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება ჩვენი ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა. საპატიო დოქტორები არიან მეგობრები და მხარდამჭერები უნივერსიტეტის, ეს მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რეპუტაციის განმტკიცებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს ქართული კულტურის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის.
„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ძალიან დიდი საერთაშორისო კულტურული ფორუმია. ეს არის უნიკალური პლატფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფომ საკუთარი თავი წარმოადგინოს, ავტორებმა ახალი მკითხველი იპოვონ, ახალი შესაძლებლობები და ახალი ბაზრები გახსნან“-განაცხადა გიორგაძემ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოსის განცხადებით, საპატიო დოქტორის წოდება დიდი პატივია.
„ჩემთვის დიდი პატივია საპატიო დოქტორის წოდება. ჩვენ ვიმუშავებთ ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. ამით საქართველოს ეძლევა საუკეთესო შანსი წარმოაჩინოს საკუთარი კულტურა,-“ აღნიშნა იურგენ ბოსმა.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შემდეგ პროფესორებმა წაიკითხეს საჯარო ლექციები. ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორმა, დოქტორმა, „ერაზმუს მუნდუსის“ პროექტის „ჰერმესისი“ კოორდინატორმა, ათენის ჰუმანიტართა ქსელის დამფუძნებელმა ამალია მოსერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “დრო ენაში”; ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ამავე უნივერსიტეტის „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სამედიცინო კურისის“ ლექტორისა და ასპირანტების კურატორის, დოქტორ პიტერ ლიდიარდის საჯარო ლექცია მიეძღვნა თემას: “A,B ჩემს ანბანში ანუ დაუსრულებელი ამბავი”; „ეკონომიკური განათლების მომავალზე ორიენტირებული ასპექტები“ წაიკითხა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ორგანიზაციული განვითარებისა და უნარების სწავლების ახალი მეთოდის მფლობელმა ვოლფგანგ ვენგმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა