ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის – ,,უალკოჰოლო გაზიანი სასმელების
ბაზარი – თბილისი,’’ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
კვლევის მიზანია, გამოავლინოს თბილისში პოპულარული უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელ რომელ ბრენდს ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი სეზონის პიკზე. კვლევა პირველიდან ათ ივნისამდე პერიოდში სუპერმარკეტ ,,პოპულის’’ 15 სავაჭრო ობიექტში ჩატარდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას და დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
კვლევაში ჩართული იყო „პოპულის“ ქსელში არსებული 14 ბრენდი – „კოკა კოლა“, „ფანტა“, „სპრაიტი“, „პეპსი“, „მირინდა“, „7 აპი“, „ლიპტონი“, „ნატახტარი“, „ზანდუკელი“, „ზედაზენი“, „შხეფი“, „იბერია“, „ლაღიძე“, „ყაზბეგი“.

















