საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, ქვესადგურ ,,გარდაბანი 500-დან“ გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო
გადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ორშაბათს, 16 იანვარს, დღის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე ხრამის სათავე ნაგებობებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „რუსთავის წყლის“ ინფორმაციით, შესაბამისად, ამ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას და გარდაბანს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და 19:00 საათიდან სრულად აღდგება.

















