სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თელასიდან აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუქი არ ექნება დიდუბის რაიონს, ასევე ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩას, სანზონის კორპუსებს, თემქას და ავშნის დასახლებას (ნაწილობრივ).
ვაკისა და დაბა წყნეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 14:00 საათამდე შეუწყდებათ. ამავე პერიოდში შეიზღუდება მთაწმინდის რაიონში ვირსალაძის, ბროსეს, ჯამბულის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების ელექტრომომარაგება.
შეზღუდვა ეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ძოწენიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს; ვარკეთილის-3 IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნავთლუღის II დასახლების 1-6 ქუჩების, ვარკეთილის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17 :00 შუქი არ ექნება ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ხოლო, 10:00-დან 16:00 საათამდე - გლდანის მეხუთე მიკრორაიონის ნაწილს.

















