კამპანია - „ეს შენ გეხებას" ფარგლებში კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა შეხვედრები ზუგდიდში გამართეს.
შეხვედრას არასამთავრობო, მედიაორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანია საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს კამპანიის, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
კამპანია - „ეს შენ გეხებას" მონაწილეებმა შეხვედრები დღესვე ბათუმშიც გამართეს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზებსა და მათ შორის, must carry-ისა და must offer-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ საკაბელო მაუწყებლობის პრობლემა იყო, რადგან ბათუმელებსა და მთლიანად აჭარის მოსახლეობას რამდენიმე არხის ყურების შესაძლებლობა არ აქვს.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები შეხვედრებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავენ.

















