აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე
ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ ,,ნონას’’ ეწვია.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძემ იქ შეკრებილ ვეტერანებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
კლუბის წევრებმა ზურაბ პატარაძეს განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის რეგიონის ხელმძღვანელის მხრიდან ყურადღების და სითბოს გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.

















