საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი
მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.
ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 5 მეტრი სიღრმეზეა განთავსებული, რაც, კომპანიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ართულებს.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 7 იანვარს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ, 8 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის, ქოშიგორას, ფერაძის ქუჩებს.
სასოფლოს დასახლებას, ხელაშვილის ქუჩას, სოფელ ზურგოვანს.
ამერიკის საელჩოს დასახლებას და მუხათგვერდის ქუჩას.
დიდი დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს, ტოიოტას მიმდებარედ ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას,
ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასასახლებას, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას ქუჩებს და ზემო ვეძისის დასახლების ნაწილს.

















