ხულოში საახალწლო ღონისძიებების კვირეული დაიწყო. ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის
სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტ „X ფაქტორის“ გამარჯვებულის, მომღერალ ავთო აბესლამიძის სოლო-კონცერტი გაიმართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მომღერალი, სპეციალურად ამ დღისათვის გამგეობის მოწვევით ჩამოვიდა და ადგილობრივი მაყურებლის წინაშე წარსდგა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















