ტელეკომპანია „იმედი“ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „GDS”-ს ყიდულობს.
არსებული ინფორმაციით, არხებზე რებრენდიგი მოხდება- „GDS“-დაიხურება გადაცემა „2030“ და თანამშრომელთა ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავა, ხოლო მაესტროს თანამშრომლეთა ნაწილი კი, ტელეკომპანია „იმედში“ დასაქმდება.
„მოლაპარაკებები დამფუძნებლებს შორის ალბათ მიმდინარეობდა. მე მაგ მოლაპარაკებებში არ ვერეოდი. რა იქნება იანვრიდან არ ვიცი, ველოდები ოფიციალურ განცხადებას. ის სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება“-განაცხადა შპს “სტუდია მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა.

















