საპენსიო პაკეტის ზრდასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას პენსიონერებს ივლისიდან მიაწვდის.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპენსიო პაკეტის ზრდა პირველი სექტემბრიდან იგეგმება და ის ჯამურად 140 ლარს გაუტოლდება.
„ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტრო თითოეული პენსიონერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას დაიწყებს, იმის შესახებ, თუ რა მომსახურებას ითვალისწინებს გაზრდილი საპენსიო პაკეტი, რომლითაც ისინი სექტემბრიდან ისარგებლებენ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი განმარტებით, საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდა იმ დაპირების მორიგი ეტაპია, რომლის მიზანი საბოლოოდ პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდაა.

















