საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს შობის დღესასწაულს
ულოცავს.
როგორც პრემიერის მისალოც განცხადებაშია ნათქვამი, შობა ყველას მომავლის რწმენასა და იმედს გვისახავს.
„დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. შობა მომავლის რწმენასა და იმედს გვისახავს. ბედნიერებას, მშვიდობას, კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას“-ნათქვამია განცხადებაში, რომელის პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

















