დედაენის ბაღში, ხვალ 20:30 საათზე, საახალწლო ქალაქი გაიხსნება. საახალწლო ქალაქს ვახტანგ კახიძის
კონცერტი ”საშობაო ზღაპარი” გახსნის. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ოჯახთან ერთად დაესწრება.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარალელურად, საახალწლო ღონისძიებები მოეწყობა განახლებულ აღმაშენებელზეც.
19:00 საათზე, ”ახალ ტფილისში” ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართება.

















