ხმის ჩამწერი კომპანია "ბრავო რექორდსი" ქართულ ვებ-გვერდებზე მისი პროდუქციის უკანონო განთავსების აკრძალვას ითხოვს.
როგორც "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ და საქართველოს უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, საქმე ეხება "ბრავო რექორდსის" მიერ გამოცემულ თამთა ცხვიტავას მუსიკალური ალბომის ვებ-გვერდებზე უკანონო განთავსებას.
"ბრავო რექორდსის" წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ფაქტი გამომცემელს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს. მათ დახმარებისთვის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართეს. მომზადდა მიმართვები, რომელიც ქართულ ვებ-გვერდებზე მუსიკალური ნაწარმოებების უკანონო განთავსების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.
ინტერნეტ სივრცეში არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვის კამპანია მიზნად ისახავს არალიცენზირებული პროდუქციის ლიცენზირებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რაც ქართული ბაზრიდან მეკობრული პროდუქციის ნაცვლად ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას ემსახურება.

















