კურორტ „გოდერძიზე“ სამთო-სათხილამურო სპორტში აჭარის პირველობა გაიმართა.
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. მონაწილეობას ხულოს, შუახევის და ხელვაჩაურის ნაკრები გუნდების სპორტსმენები ღებულობდნენ.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე და საქართველოს შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ. ტურნირს აგრეთვე ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს და ა(ა)იპ „ხულოს სპორტსკოლის“ წარმომადგენლები.
ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები ფასიანი საჩუქრებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

















