პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული მოძრაობა დღეიდან კამპანიას ,,ჩემი უფლებაა ვიცოდე” იწყებს.
კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდები ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ და მედიის სოლიდარობის ნიშნად სიგნალების აქციას გამართავენ.
ხვალ კი, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან საპროტესტო აქცია - ,,იაზროვნე გლობალურად“ გაიმართება.
კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

















