დედაქალაქის ენერგომომარაგების ქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, 17.00 საათამდე ელექტრო ენერგიის გარეშე ისანი-სამგორის რაიონში იქნებიან ვაზისუბნის, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილის, შირაქის, ცუცხვათის, სპანდარიანისა და მიმდებარე ქუჩების, ორხევის დასახლების, ზემო და ქვემო ალექსეევკის, კახეთის გზატკეცილის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩების, ნავთლუღის, საცხენისის, შუამთის, თვალჭრელიძისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები.
ამავე პერიოდში შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის ნაწილს, სოფელ ზურგოვანს, დიდი დიღომის IV მიკრორაიონს, პეტრიწისა და თავდადებულის ქუჩებს.
16.00 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირის ნაწილს, ლაღიძის, თაბუკაშვილის, ქუთათელაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს.
18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს და ავჭალის სამხედრო დასახლებას, ხოლო საბურთალოს რაიონში - გამსახურდიას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბულაჩაურის, იოსებიძის, ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ამევე პერიოდში ელექტროენერგია არ მიეწოდება დიდუბის რაიონის ნაწილს - აღმაშენებლის ხეივნის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და რობაქიძის ქუჩების აბონენტებს.

















