უახლოესი ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები საქართველოში წვიმას პროგნოზირებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ამის პარალელურად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება, დაფიქსირდება ქარიც.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ტემპერატურა მატებას 22 ივნისიდან დაიწყებს და იგი 30 გრადუსს მიაღწევს.

















