logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
დევნილთა პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე კონფერენცია გაიმართა
დევნილთა პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე კონფერენცია გაიმართა
15:59 29.11.2016
ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით თემაზე - „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და პერსპექტივები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს გააჩნია სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შეიმუშავა.
„ სრულ თანხვედრაშია ის მიდგომები, რაც გააჩნიათ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოს. სამინისტროს პრიორიტეტი არ არის მხოლოდ გრძელვადიანი განსახლება. თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე აუცილებელია დევნილებისთვის როგორც ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ასევე მნიშვნელოვანია მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაც“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძე.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დაგეგმილი სიახლეები და ადგილობრივ სერვისებზე დევნილთა წვდომის მექანიზმები. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის - იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ.
საერთაშორისო კონფერენცია პროექტის „დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში განხორციელდა.
შეხვედრას დევნილებთან ერთად, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა