ხულოს მუნიციპალიტეტში გამგეობის მცირე დარბაზში, გამგებელ ბესიკ ბაუჩაძის ხელმძღვანელობით
თათბირი მიმდინარეობს.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გამგებლის მოადგილეები და გამგეობის სტუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებიან.
თათბირის ძირითად თემას "პრიორიტეტული ღონისძიებებისა" და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების განხილვა წარმოადგენს.

















