სხვადასხვა დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საბალანსო მრიცხველების მონტაჟის გამო 10 საათიდან 13 საათამდე 15-15 წუთით შეზღუდვა რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ზანდუკელის, ჭოველიძის, კერესელიძის, მაყაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ავარიის პრევენციის მიზნით კი დროის ამავე პერიოდში შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოების გამო ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას 10 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლები.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

















