საქართველომ პლანეტის ბედნიერი ქვეყნების ინდექსში, სადაც 151 ქვეყანა მოხვდა, 55-ე ადგილი დაიკავა.
რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა კოსტა-რიკა, ხოლო ბოლო ადგილი ბოცვანას ხვდა წილად.
პირველ ათეულში მოხვდნენ - ვიეტნამი, რომელიც მეორე ადგილზეა, მას მოყვება კოლუმბია, ბელიზი, ელ-სალვადორი, იამაიკა, პანამა, ნიკარაგუა, ვენესუელა და გვატემალა.
პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი ფონდმა New Economic Foundation შეადგინა, რომელშიც ბედნიერების მთავარი განმსაზღრელი კრიტერიუმებია თავად მოქალაქეების კმაყოფილება ცხოვრების დონით, სოცოცხლის ხანგრძლივობა და ეკოლოგიური მდგომარეობა.
საქართველოს წინ უსწრებენ სომხეთი, რომელიც 53 პოზიციაზეა და უზბეკეთი - 54-ე ადგილით. აზერბაიჯანი რეიტინგში მე-80 ადგილზეა, ხოლო რუსეთი - 122-ეზე.

















