logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
16:40 25.11.2016
საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონსულტანტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) ფარგლებში, „ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის“ ორაგნიზებით ჩატარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში აგროდაზღვევის სისტემის სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს. საერთაშორისო კონსულტანტმა, თურქეთის რესპუბლიკის აგროდაზღვევის სისტემის (TARSIM) დამფუძნებელმა, ერიხ კასტენმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის განვითარების ხედვა წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა.
„აგრარული დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებული აგროდაზღვევის სისტემის სრულყოფა. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ქვეყანაში მივიღოთ აგროდაზღვევის სასურველი მოდელი, რომელიც სასოფლო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) 2015 წლიდან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ფერმერებისათვის აგროდაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელმისაწვდომობისა და შემოსავლის შენარჩუნების ხელშეწყობაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა