სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N163-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 700 მმ-იანი
მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, დღეს, 25 ნოემბერს, 16:30 საათიდან, ხვალ, 26 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე თბილისის ნაწილსა და ახლომდებარე რამდენიმე სოფელს წყალმომარაგება შეუწყდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება საქნავთის, ლოჭინოს და ლილოს დასახლებებს,
ჭირნახულის, მეფრინველეობის, სტურუას, კამოს, მეკოკიშვილის ქუჩებს და სადგურ ლილოს.
ასევე, გამარჯვებას, ნასაგურს, დიდ ლილოს, წინუბანს, ლუდსახარშ ,,კასტელს“ , ლილოს ბაზრობას, კახეთის გზატკეცილს, იუმაშევის ქუჩას, თბილის ზღვაზე მდებარე ,,ოლიმპიურ ქალაქს“ და მის მიმდებარედ სასტუმრო ,,ჰუალინგს“.

















