დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიდან 25 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 27 გრადუსი დაფიქსირდება.
დღეს, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

















