საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დღეს სამების საკათედრო ტაძარში
პროექტის "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" მონაწილეებს, თბილისის მე-17 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებს, პედაგოგებს და მშობლებს დალოცავს.
ყოველკვირეული პროექტის "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" ფარგლებში პატრიარქის ფონდში მთელი წლის განმავლობაში თბილისის საჯარო სკოლების უმცროსკლასელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა.
შემოსული თანხა ინვალიდი ბავშვებისთვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას მოხმარდა.
პროექტის ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.

















