საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი
თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს.
როგორც ის მიიჩნევს, ტელევიზიას ახალი სისხლი სჭირდება და ამისთვის სწორედაც რომ შესაფერისი დროა.
“მე მქონდა დაგეგმილი და წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა. ვთვლი, ახლა არის კარგი დრო ამისთვის, იმიტომ, რომ ახალი წელი იგეგმება, ახალი ბიუჯეტია და ვინც მოვა, იმან უნდა დაგეგმოს ყველაფერი. ვთვლი კიდევ იმას, რომ ახალი სისხლი სჭირდება ტელევიზიას. პრაქტიკულად დანგრეული ტელევიზია ფეხზე დავაყენეთ-საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს. გამოვრიცხავ რაიმე სახის დარღვევების აღმოჩენას. შეთავაზება მაქვს, ოღონდ ვისგან მაქვს და რა სახისაა, არ დავაკონკრეტებ. ვიტყვი, რომ პოლიტიკაში არ მივიდვარ”-განაცხადა ბარათაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადებით მან სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა.
მის მოვალეობას თინა ბერძენიშვილი შეასრულებს.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, გიორგი ბარათაშვილის ადგილი კოკა ყანდიაშვილმა ან ნინო ზაუტაშვილმა დაიკავოს.

















