ხვალ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ვაჟთა და
გოგონათა ანსამბლ „ფერხისას“ შემოქმედებითი საღამო გაიმართება .
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, საღამოზე ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები შესრულდება.
ღონისძიება ანსამბლ „ფერხისას“ ხელმძღვანელის ნათია დათუაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

















