ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს თბილისისა და რეგიონების ტურისტული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადება იწყება.
როგორც "ნიუსპრესს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სასტუმრო "Holiday Inn"-ში საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დღეს ტრეინინგი ამერიკული პროგრამა - "Service Plus"-ით ჩატარდება, რომელსაც 12 საინფორმაციო ცენტრის 30 თანამშრომელი დაესწრება. კურსი მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული და 4 ძირითად მიმართულებას - კლიენტებთან ურთიერთობას, მომსახურების სწორ გადანაწილებას, სამუშაო გარემოს უნარებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს მოიცავს.

















