კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ
რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V, VI მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის, შარტავას, იმედაშვილის, ჩერქეზიშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, არშბას, ქანთარიას და სახოკიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ცაიშის, თვალჭრელიძის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

















