ელექტროგადამცემ ხაზზე მეხდამცავი გვარლის მონტაჟის მიზნით, ხვალ ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 07 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მინდელის, უცნობი, გამრეკელის, მარგიანის, თოფურიას, თავხელიძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

















