საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის.
საკონკურსო კომისიის შექმნას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი.
კომისია არანაკლებ 12 წევრისგან შედგება, და ის დაკომპლექტდება სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებისგან.
როგორც პროექტშია აღნიშნული, ახალი ორგანო გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით მიიღებს.

















