logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 თბილისის მთავრობისა და პროგრამა „100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
თბილისის მთავრობისა და პროგრამა „100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
17:07 02.11.2016
თბილისის მთავრობისა და პროგრამა „100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.
პროგრამას „100 მედეგი ქალაქი“ როკფელერის ფონდი 2013 წლიდან ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად, 1 მლნ გრანტის ფარგლებში ეხმარება. თბილისი გრანტის მფლობელი 2016 წლის მაისში გახდა.
დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროგრამის მენეჯერი ევროპისა და აზიის რეგიონში ლუის ალვარადო და ასოცირებული დირექტორი ევროპისა და აზიის რეგიონში სამერ ბაგაინი. ასევე, მერიის საქალაქო სამსახურების, საკრებულოს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და „100 მედეგი ქალაქის“ ლონდონის ოფისის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, „100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლებმა უშუალოდ პროგრამის შესახებ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა კი თბილისის მედეგობასა და დედაქალაქში, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები.
პროგრამა „100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლები თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან; მოინახულებენ დედაქალაქში, ამ კუთხით არსებულ პრობლემურ უბნებს; შეხვდებიან იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქალაქგანვითარებისა და დაგეგმარების აქტუალურ გამოწვევებზე მუშაობს.
მომდევნო შეხვედრა 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები პროგრამის განხორციელების სტრატეგიის მომზადებაზე იმუშავებენ.
პროგრამა „100 მედეგი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მდგრადობას სტიქიასთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის, თვალსაზრისით, მათ შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ. პროექტში მონაწილე ქალაქებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ საერთო საქალაქო მედეგობის სტრატეგია და გამოხატონ მზადყოფნა სტიქიური უბედურების და სოციალური პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების გამონახვაზე. მათ შორის, დანიშნონ მედეგობის საქმეთა კოორდინატორი; ითანამშრომლონ „100 მედეგი ქალაქის“ წევრებთან და მათ პარტნიორებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება მედეგობის გაუმჯობესებისა და სტრატეგიის დანერგვისათვის. თბილისთან ერთად „100 მედეგი ქალაქის“ წევრები არიან : ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი, ჩიკაგო, ლონდონი, მილანი, ბარსელონა, პარიზი, რიო დე ჟანეირო და სხვ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა