ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გვიმბრალაურის თემის სოფელ ჯუნეწერში ქარიშხალმა ხუთი ოჯახი
დააზარალა.
ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად რაიონის გამგეობაში სპეციალური შტაბი შეიქმნა.

















