logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ხიჭაურის კურსდამთავრებულთა ღონისძიებას დაესწრო
ზურაბ პატარაძე ხიჭაურის კურსდამთავრებულთა ღონისძიებას დაესწრო
10:04 30.10.2016
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხიჭაურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებას დაესწრო. ხიჭაურის უნივერსიტეტს 850 კურსდამთავრებული ჰყავს. მათი გადაწყვეტილებით, ყოველი ოქტომბრის დასასრულს, უნივერსიტეტში მსგავსი ტრადიციული ღონისძიება გაიმართება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მეუღლესთან ერთად ეწვია. ზურაბ პატარაძის თქმით, ხიჭაურის უნივერსიტეტი რეგიონისა და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს.
"ეს არის არა მხოლოდ განათლების, არამედ სულიერების, განვითარების და კულტურის კერა ჩვენს მაღალმთიან აჭარაში. სომბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაში, აქ, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანება, მსგავსი საგანმანათლებლო კერა ფუნქციონირებს. ეს არის სასწავლებელი, რომელშიც არა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები და პედაგოგები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუდენტები და ლექტორები ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას. ხიჭაურის უნივერსიტეტმა ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტის, მთიანი აჭარის ამ ულამაზესი ადგილის განვითარებას, რისთვისაც უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ, რომლის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სულიერების ეს უმშვენიერესი კერა ჩვენს აჭარაში" - ამ სიტყვებით მიმართა ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ლექტორ-მასწავლებლებს რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ასევე მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მომავალი თაობისათვის განათლებისა და კულტურის მნიშვნელობას, იმ უდიდეს ღვაწლს, რომელსაც უნივერისტეტი ახალგაზრდების სწორი მიმართულებით აღზრდითა და განვითარებით ახორციელებს.
კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, სხალთის მთავარეპირსკოპოსი მეუფე სპირიდონი, ასევე ხულოსა და შუახევის გამგებლები, უნივერსიტეტში მოღვაწე ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ხიჭაურში 2008 წელს დაარსდა საქართველოს პატრიარქის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით.
უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლეს-საგანმანათლებლო 22 პროგრამასა და პროფესიული განათლების 5 პროგრამას, როგორც ამ დროისთვის უნივერსიტეტში სწავლობს 650 სტუდენტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა