საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ხვალ, 29 ოქტომბერს,
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე: „მდიდარი პროფესიული ცხოვრება“ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
საჯარო ლექცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინიტრაციული კორპუსის III-ე სართულზე გაიმართება და მასზე დასწრება სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის თავისუფალია.
ალექსანდრე ჯეჯელავა ლექციის დასრულების შემდეგ, შეკითხვებს უპასუხებს.
ლექცია 14:00 საათზე დაიწყება.

















