ექსპერიმენტორიუმმა დღეს, 203-ე საჯარო სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებს ექსკურსია სპეციალური თარჯიმნის დახმარებით ჩაუტარდათ.
უპრეცედენტო შემეცნებით-გასართობ მუზეუმში წარმოდგენილია ფიზიკის 80-მდეინტერაქტიული ექსპონატი.
„ექსპერიმენტორიუმი“ მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც მოზარდებს ექსპონატების დათვალიერების, შეხებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს.
შეხვედრა ერთჯერად ხასიათს არ ატარებს. მუზეუში უფასო ექსკურსიები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ეტაპობრივად გაიმართება.
ინტერაქტიული ექსპონატების მონახულების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო სივრცეში შესაძლებელია სემინარისა და ღია გაკვეთილის, ქიმიური შოუებისა და ცდების ჩატარება, მუზეუმის კვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობით.
მუზეუმის მისამართია 9 აპრილის ქ. #5 (პარლამენტის შენობის უკან).
შეგახსენებთ, რომ მუზეუმი თბილისში 1 ოქტომბერს გაიხსნა.

















