საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომა მილოცვით
დაიწყო.
პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - აფხაზური ენის დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა, მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში“ - განაცხადა პრემიერმა.

















