logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი DTRA-ს ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
ლევან დავითაშვილი DTRA-ს ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
09:42 27.10.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს, ელიზაბეტ ჯორჯს შეხვდა.
საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია გადაიბარებს და დამოუკიდებლად განახორციელებს ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამას. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გაფორმებული პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ ერთიანი შეთანხმებით (JTA) გათვალისწინებული ვალდებულებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით, ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. აღნიშნულ სისტემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიები შედის.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისთვის გამართული ლაბორატორიული ქსელის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს პროექტი არის საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის დემონსტრირების კარგი მაგალითი.
თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ელიზაბეტ ჯორჯმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გურჯაანის ლაბორატორიის შენობა დაათვალიერა. გურჯაანის ლაბორატორია DTRA-ს მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა