დასავლეთ საქართველოში დღეს მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება და სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 40 - 41 გრადუსამდე აიწევს. ეს
იქნება ივნისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხდა, ხვალ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 33 გარდუსამდე დაიკლებს და აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, დღის ბოლოს კი, იწვიმებს. წვიმა რეგიონში 19 ივნისამდე გაგრძლდება. 16 და 17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 25 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება. ხვალ დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
16 და 17 ივნისს ჰაერის ტემპერატურა 33-36 გრადუსი იქნება, შემდეგ კი, მნიშვნელოვნად დაიკლებს და 30 გარდუსზე დაბლა დაიწევს. ასეთი ტემპერატურა რამდენიმე დღე შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დასავლეთის ქარი გაძლიერდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
„ივნისში ძალიან მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურის კლებას კი, ხვალ შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური შემოსვლა განაპირობებს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში აცხადებენ, რომ 23 ივნისამდე ტემპერატურის მაღალ ნიშნულამდე აწევა მოსალოდნელი არ არის.

















