ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავობო ორგანიზაციებს
მიმართვას და „კარდარაკის“ პრინციპით შემოწმებული სიების გადამოწმებაში თანამშრომლობას სთავაზობს.
როგორც კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართავაშია აღნიშნული, პროექტის „კარდაკარი“ საველე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და იწყება პრობლემური მისამართების გადამოწმებისა და „კარდაკარის“ სამუშაოების საკონტროლო ღონისძიებების განხორციელების ეტაპი.
„გვინდა მოგმართოთ იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია და ანხორციელებს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას ანალოგიური ან სხვა მეთოდით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ რა მზადყოფნას თანამშრომლობაზე, გიწვევთ შეხვედრაზე დისკუსიისთვის. გთავაზობთ, ვიმსჯელოთ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემატურ საკითხზე და მათი გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე“ - ნათქვამია მიმართავაში.
კაციტაძე იმედოვნებს, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და ობიექტური შედეგის მიღება.
შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან ხვალ გაიმართება.

















