logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნატოს კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება
ნატოს კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება
08:55 14.06.2012
ნატოს კვირეულის ფარგლებში დღეს პარლამენტში სტუდენტური დებატების გახსნის ცერემონია გაიმართება. დებატებში მონაწილეობას სხვადასხვა  უნვერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

საუკეთესო მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცემათ. დებატები „YATA“-სა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კოორდინაციით ტარდება.

დღესვე, 12:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გამოფენა - „საქართველოს მონაწილეობა ISAF-ში“ გაიმართება. გამოფენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი და ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში კესტუტის იანკაუსკასი გახსნიან. გამოფენას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, სტუდენტები და ჟურნალისტები დაეწრებიან.
14:30 საათზე, ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მთავარი თემა „ჩიკაგოს სამიტის შედეგები“ იქნება.

დღესვე, ნატოს კვირეულის ფარგლებში სასტუმრო „ვერე პალასში“ ნატოს საზაფხულო სკოლის გახსნა იგეგმება. სკოლას ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი ეწვევიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, 15:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და ლიტვის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდებიან. 17:20 საათზე კი, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართება. ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი „ნატო-საქართველოს ურთირთობებზე“ ისაუბრებს.

ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. ნატოს კვირეულს, 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა