წმინდა მიწაზე ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს დელეგაცია ხვალ წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავენ, რის შემდეგაც იორდანიის
საზღვარზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე გაემგზავრებიან და მდინარე იორდანესთან ილოცებენ. ხვალვე საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს მოილოცავს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ რივლინს, ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდა.
საპატრიარქოს დელეგაცია სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

















