იტალიაში 19 წლის ქართველი დაიღუპა. როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კონსულმა იტალიაში ვახტანგ ანდღულაძემ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი 11 ივნისს ზღვაში დაიხრჩო.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა იტალიის ქალაქ ბარში ლეგალურად ცხოვრობდა, მას საქართველოში ოჯახის ერთი წევრი ჰყავს.
ანდღულაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ პროკურორი მისი საქართველოში გადმოსვენების უფლებას გასცემს.
„გადმოსვენების სავარუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ეს გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და საქართველოს მოქლაქეები, რომლებიც ბარში ცხოვრობენ, გადმოსვენებისთვის თანხას აგროვებენ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ კონსულმა.

















